პროექტი: მტკვარი ჰესის წყალსაშვი არხის მშენებლობა
მდებარეობა: საქართველო, ახალციხის მუნიციპალიტეტი
დამკვეთი: შპს მტკვარიჰესი
ვადები: 2016-2018
პროექტის აღწერა: მტკვარიჰესი მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვარზე. ჰიდროელექტროსადგურის შემადგენლობაში შედის შემდეგი ნაგებობები: 30 მ სიმაღლის ქვანაყარი კაშხალი, წყალმიმღები, წყალსაგდები, სადაწნეო გვირაბი, გამათანაბრებელი რეზერვუარი, სადაწნეო მილსადენი, ჰესის შენობა. ჰესის დადგმული სიმძლავრე არის 53 მვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 225 გვტ/სთ ძირითადი მოცულობები:
- გრუნტის ექსკავაცია – 11050 მ3;
- ფერდობების სტაბილიზაცია – 4950 მ2;
- არმატურის სამუშაოები –934 ტ;
- ყალიბები – 18395 მ2;
- ბეტონის სამუშოები – 23650 მ3;
- დრენაჟი და წყალამოღვრა – 6720 მ3/სთ
- ბურღვითი სამუშაოები – 940მ