blog_img
მარტი 1, 2024
დმანისის მუნიციპალიტეტში-იაყუბლოს წყალსაცავის კაშხლის სადაწნეო ფერდის რეაბილიტაცია

პროექტი: იაყუბლოს წყალსაცავის კაშხლის სადაწნეო ფერდის რეაბილიტაცია
მდებარეობა: საქართველო, დმანისის მუნიციპალიტეტი
დამკვეთი: შპს საქართველოს მელიორაცია

პროექტის აღწერა: იაყუბლოს წყალსაცავი შექმნილია მდინარე დმანისის ბუნებრივ ტაფობში. ჰიდროკვანძის შემადგენლობაში შედის გრუნტის კაშხალი, რომელიც წარმოადგენს ერთგვაროვან მიწის კაშხალს.  პროექტით გათვალისწინებულია კაშხლის წნევიანი ფერდის გამაგრება მონოლითური რკინაბეტონის ფილებით 2,0х2,0х0,2მ. ფერდის  მოპირკეთება ხორციელდება ადგილზე, ფერდზე არმატურის ბადის მონტაჟის შემდეგ ფილების დაბეტონებით, კაშხლის წნევიანი ფერდის ბეტონით მოპირკეთება ხორციელდება 40500 მ² ფართობზე.

წყალსაცავის ძირითადი პარამეტრები:

კაშხლის სიმაღლე  14მ;

სიგრძე თხემზე 1300მ;

წყალსაცავის სრული მოცულობა 11 მლნ მ³;

წყალშემკრები აუზის ფართობი 57 კვ.კმ;

კაშხლის თხემის ნიშნული 1362მ.

shape