პროექტი: ვარდნილჰესი 1-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები
მდებარეობა: საქართველო, გალის რაიონი
დამკვეთი: შპს ენგურჰესი
ვადები: 2014 – 2017
პროექტის აღწერა: ვარდნილჰესი 1 მდებარეობს მდ. ერისწყალზე გალის რაიონში, ენგურჰესის ქვედა ბიეფში და წარმოადგენს ენგურჰესის კასკადის შემადგენელ ნაწილს. ჰიდროკვანძის შემადგელობაში შედის შემდეგი ნაგებობები: მიწის კაშხალი (სიმაღლე 63 მ), წყალმიმღები, ზედაპირული წყალსაგდები გამყვანი არხით (600 მ3/წმ გამტარუნარიანობა), სიღრმული წყალსაგდები გამყვანი გვირაბით (დიამეტრი 6 მ, სიგრძე 100 მ), ჰესის შენობა და გამყვანი არხი. დადგმული სიმძლავრე 220 მვტ, წლიური გამომუშავება 660 გვტსთ. საანგარიშო ხარჯი 500 მ3/წმ, საანგარიშო წნევა 73 მ.
ძირითადი მოცულობები:
• გრუნტის ექსკავაცია 115 მ3
• კლდოვანი ქანების ექსკავაცია 452 მ3
• არმატურა 278 ტ
• ყალიბები 5093 მ2
• ბეტონი 2638 მ3
• დრენაჟი და წყალამოღვრა 2624 მ/სთ
• ბურღვა და ანკერების მოწყობა 5506 მ
• ხარაჩოების მოწყობა და დემონტაჟი 5326 მ2
• ლითონის მილის მონტაჟი (800 მმ) 383 მ
• პლასტმასის მილის მონტაჟი (137 მმ) 1270 მ
• ტყის მოჭრა 1400 მ2