პროექტის დასახელება: სამედიცინო ქირურგიული ძაფების საწარმოს მშენებლობა
დამკვეთი: შპს „აპტოს“
სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდი: 2019-2020წწ
პროექტის მოკლე აღწერა:
შპს „აპტოს“-ის სამედიცინო ქირურგიული ძაფების საწარმო მდებარეობს ქ. თბილისში, დასახლება ორხევში. პროექტის ფარგლებში შესასრულებელი იყო შემდეგი სამუშაოები: ადმინისტრაციულ-საწარმოო შენობის მშენებლობა, საკონტროლო-გამშვები პუნქტის მშენებლობა, საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობის მშენებლობა, გარე წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელის მოწყობა, სახანძრო რეზერვუარის მოწყობა, ელ. მომარაგების ქსელის მოწყობა, ვერტიკალური გეგმარება.
შპს „საქჰიდროენერგომშენი“-ს მიერ შესრულებული ძირითადი სამუშაოები:
- გრუნტის დამუშავება – 32500 მ³;
- არმატურის მონტაჟი – 175 ტ;
- ყალიბის მონტაჟი – 2925 მ²;
- ბეტონის მოწყობა – 1805 მ³;
- ლითონკონსტრუქციები – 9200კგ;
- სენდვიჩ პანელების მოწყობა – 1970 მ²;
- თბოიზოლაციის მოწყობა – 2150 მ²;
- ჰიდროიზოლაციის მოწყობა – 2720 მ².