ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის რეაბილიტაცია – 2019-2020წწ.

პროექტის შესახებ

title

პროექტის დასახელება: ჟინვალჰესის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაცია
დამკვეთი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP);
სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდი: 2014-2020წწ;

პროექტის მოკლე აღწერა:

ჟინვალჰესი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში მდინარე არაგვზე და წარმოადგენს თბილისის წყალმომარაგების სისტემის ნაწილს, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP). ჰიდროელექტროსადგური მოიცავს შემდეგ ნაგებობებს: მიწაყრილი კაშხალი სიმაღლით 110 მ, მიწისქვეშა ჰესის შენობა დადგმული სიმძლავრით 130მვტ, წლიური გამომუშავება – 500 გვტ/სთ, წყალგამყვანი გვირაბი (სიგრძე 8830 მ; დიამეტრი 5,2 მ), გამტარუნარიანობა – 120მ³/სთ; საანგარიშო წნევა 170 მ.

2014-2020 წლებში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოების სხვადასხვა ფაზები. სარეაბილიტაციო სამუშაოების სფერო მოიცავს: გეოლოგიურ კვლევებს, ბეტონის ნიმუშების (კერნები) აღებას და ლაბორატორიულ გამოცდას, დაზიანებული ბეტონის მოშორებას, ტორკრეტ ბეტონის მოწყობას, გვირაბის ძირის ბეტონის აღდგენას, გვირაბის ჩამონგრეული თაღის აღდგენას, ბეტონის ეროზირებული ზედაპირის აღდგენას სპეციალური სამშენებლო ხსნარით (MAPEI GROUT), ბურღვა ცემენტაციის სამუშაოებს, ფილტრაციული წყლების შეჩერებას ორკომპონენტიანი პოლიურეთანის ფისით.

შპს „საქჰიდროენერგომშენი“-ს მიერ შესრულებული ძირითადი სამუშაოები:

  • არმატურის მონტაჟი – 15 ტ;
  • ბეტონის სამუშაოები (ძირი, თაღი, კედლები) – 635 მ³;
  • ეროზირებული ზედაპირის აღდგენა MAPEI GROUT-ით – 1940 მ²;
  • ბურღვითი სამუშაოები – 2916 მ;
  • საცემენტაციო ხსნარის მიწოდება-1’130’800 ლტ;
  • ცემენტაცია ორკომპონენტიანი ფისით – 8180 ლტ;
  • ნაპრალების დამუშავება – 1115 მ;
  • წყალამოღვრა – 1345 მ³/სთ.
shape